|
2020-04-04 10:39:04, 1853 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა
ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი, romelTa raodenoba 239 – ს შეადგენდა, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა" და „ივერია ინნში" მოწყობილი. ბერლინიდან დაბრუნებულების საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" გენერალურ მენეჯერ ფრედ სმიტსთან ერთად. „რაკია ჯორჯიას" მფლობელობაში მყოფმა „შერატონ გრანდ თბილისი მეტესი პალასის" ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს. „გრძელდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავხვდით და ვმასპინძლობთ ბერლინდან ჩამოსულ 140-მდე მოქალაქეს. თითოეული მათგანი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ჩვენ ამ ადამიანებს ვმასპინძლობთ სასტუმროში, რომელიც მათ მისაღებად მზად არის. ადგილზე მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. „ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების პროცესში. კარანტინში მყოფ პირებს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოთახებითა და სამჯერადი კვებით სრულიად უფასოდ. სასტუმროს თანამშრომლები მზად არინ მათ მომსახურება გაუწიონ. ამ ფორმით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანას“, - განაცხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" გენერალურმა მენეჯერმა ფრედ სმიტსმა. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)