09:08 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:28:52, 1999 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრები StopCov ფონდში უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ

„ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხელფასიდან მინიმუმ ერთი მესამედი მოვიკლოთ და ფონდში შევიტანოთ, ამას სიამოვნებით  გავაკეთებთ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების" სოლიდარობის აქტს.

მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები.

„ქართული ოცნების" სოლიდარობის აქტი, გარდა იმისა, რომ შესაბამის ფონდში იქნება გარკვეული მატერიალური შენატანი, არის ძალიან პოზიტიური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავთ - ამ მოწოდებას აყვნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ამავე დროს „ქართული ოცნების" წევრები, ასევე, სხვა უწყებების  თანამშრომლები.  დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" წევრები უფრო დიდი ოდენობით  შენატანებს  გააკეთებენ და ამით მონაწილეობას მიიღებენ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ვითარების გამო, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მიიღებენ  დახმარებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ფონდში სერიოზული შენატანები უკვე გააკეთეს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც დამატებითი ბიზნეს შემოსავლები აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics