|
2015-08-11 09:45:49, 612 ნახვა
საზოგადოება
სოფელ შილდაში და ყვარელწყალში პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“ პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის დასკვნით ეტაპზე, 7 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ორგანიზაციები „IFES” და „ახალგაზრდული თაობა“. შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება, სწორი ტერმინოლოგიის შესწავლა, მათი სწორი იდენტიფიცირება და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხაზგასმა, რაც სამომავლოდ აღმოფხვრის მათდამი გამოწვეულ სტიგმას, დისკრიმინაციას და ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ანალოგიური შეხვედრები პროექტის ფარგლებში საქართველოს 13 სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში მცხოვრებ 14-29 წლამდე ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და სერტიფიკატები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირების ხელშეწყობაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)