21:53 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:26:35, 3207 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი - ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს

რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის უპირველესი ამოცანაა პოსტკრიზისულ პერიდში ბიზნესს გვერდში დაუდგეს.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის.

„იცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი 2012 წლიდან იყო მიმართული სოფლის მეურნეობაზე, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე და ის არაერთი პროგრამა, რომელიც იყო შეთავაზებული „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ასევე სხვა სტიმულირების მექანიზმების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო მიმართული სწორედ ჩვენი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე. ყველა ამ პროგრამამ გამოიღო ხელშესახები შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთღებით, იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის. ჩვენ ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროსა და დარგის განვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics