|
2015-08-06 13:36:24, 519 ნახვა
საზოგადოება
შიო ხეცურიანმა ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პირველ მომხმარებელს მზა დოკუმენტი პირადად ჩაუტანა
ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პირველ მომხმარებელს, სოფელ ახალხიზაში, მზა დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა პირადად ჩაუტანა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ახალხიზელი ირმა ზურაბაშვილი, რომელიც პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განაცხადი სოფლიდან გაუსვლელად, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით გააკეთა, ახლადშექმნილი პროექტის პირველი მომხმარებელი აღმოჩნდა. როგორც სერვისების განვითრების სააგენტოს თვმჯდომარემ შიო ხეცურიანმა სოფელ ახალხიზაში სტუმრობისას განაცხადა პირველ მომხმარებელს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად სერვისების განვითარების სააგენტოს სახელობითი სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცა. „მოხარული ვარ, რომ ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ სოფლიდან გაუსვლელად, ლიბერთი ექსპრესის მობილურ ავტომანქანაში განთავსებული ექსპრეს საზოგადობრივი ცენტრის ოპერატორის საშუალებით მიიღოს არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი, არამედ 200 მეტი სხვა დოკუმენტიც. აქ მომხმარებელს სწრაფად შეუძლია მიიღოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურება. ჩვენ ვახერხებთ მივწვდეთ 206 სოფელს და მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამავე დროს, მუდმივად ვმუშაობთ ამ პროექტის გაფართოებაზე და წლის ბოლოსთვის, ლიბერთი ბანკთნ ერთად შევძლებთ სარვისების ადგილზე მიღების შესაძლებლობა 1000-მდე სოფლში უზრუნველვყოთ“, - განაცხადა სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. აღსანიშნავია, რომ პროექტი „ლიბერთი ბანკთან“ პარტნიორობით, მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. ლიბერთი ექსპრესის მანქანების საშუალებით, სერვისების განვითრების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას თავიდან არიდებს ამა თუ იმ დოკუმენტის მისაღებად რაიონულ ცენტრში მგზავრობის აუცილებლობას.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)