17:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 10:39:25, 576 ნახვა

საზოგადოება
სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით სამარშრუტო ტაქსების მარშრუტი იცვლება

უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათიდან გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტადიონ ,,დინამო არენაზე”ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება მ/ს “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირამდე არსებული გზის მონაკვეთები (წერეთლის გამზირი, ცაბაძის ქ.,წინამძღვრიშვილის ქ., დავით აღმაშენებლის გამზირი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.

 № 6, 31, 40, 89, 109, 111, 148 სამარშრუტო ტაქსები - აკაკი წერეთლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (თამარ მეფის პანდუსთან ჩახვევით, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№ 32, 41, 51, 85, 102, 108, 133, 141 სამარშრუტო ტაქსები აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას გმირთა მოედნიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიტაძის ქ. – მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№195, 204 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება იქნება მ/ს ,,წერეთელთან”  ნაცვლად ეროვნული სტადიონისა და დეზერტირის ბაზრისა. დანარჩენი სამოძრაო სქემა იგივე დარჩება.

 №10 სამარშრუტო ტაქსი აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.  

უკუ მიმართულებით მოძრაობისას  სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№66 სამარშრუტო ტაქსი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუმიმართულებისას მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 124, 220 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა სადგურის მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით არ იცვლება.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი.

№142 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გამოსვლისას, ნაცვლად თევდორე მღვდლის ქუჩისა იმოძრავებს: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№145 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - წინამძღვრიშვილის ქ. - თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№167 სამარშრუტო ტაქსის აკაკი წერელის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე მოხვდება ქუთაისის ქუჩის გავლით ნაცვლად მეტრეველის, ყიფიანის და გიორგი ცაბაძის ქუჩებისა.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირზე შევა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან. 

№169 სამარშრუტო ტაქსი აგლაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ყიფიანის ქუჩიდან  მოძრაობას გააგრძელებს: ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას  სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics