19:13 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 19:49:45, 1233 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში

ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ  უშუალოდ ჩავერთოთ  საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მათ შორის ისიც და თუკი საჭირო იქნება, ხუნდაძე კოლეგებთან ერთად გადავა უშუალოდ წინა ხაზზე.

 „ჩვენ პარლამენტში  კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის.  ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ  თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics