19:13 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 18:07:53, 1217 ნახვა

კომენტარი
რატიანი - განმეორებითი ტესტების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დღეს საღამოს კიდევ რამოდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას

ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით, დამატებით ტესტებს იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ტესტები მოვიდა უარყოფითი, რამოდენიმე პაციენტი დღის ბოლოს დატოვებენ კლინიკას - ამის შესახებ, ლევან რატიანმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში რამოდენიმე ახალი პაციენტი ჰყავთ.

„ამ დროისთვის, ჩენ კლინიკაში 52 პაციენტი იმყოფება, ისეთმა პაციენტებმა რომლბთანაც კორონავირუსი არ დადასტურდა და იყო საეჭვო სიმფტომები პაციენტი გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში.

დადასტურებული ინფიცირებით 23 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე, მათი უმეტესობა არის სტაბილური. მკურნალობენ ინფექციონისტები და თერაპევტები. ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით, დამატებით ტესტებს იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ტესტები მოვიდა უარყოფითი, ეს ნიშნავს იმას რომ რამოდენიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღის ბოლოს დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, რამოდენიმე პაციენტი გვყავს ასეთი. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან არის ადეკვატური და კონტაქტური და ამ ეტაპზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეში იმყოფება. თუ ასე გაგრძელდა ის მალე ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე ახალი შემთხვევა შემოვიდა ჩვენ კლინიკაში. მათი კვლევები მიმდინარეობს და დადასტურებულია პსრ ტესტებით მათი დიაგნოზი. დანარჩენ ინფორმაციას მოგაწოდებთ მოგვიანებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics