09:10 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 17:42:00, 1443 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის, დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ

ეკონომიკური სექტორის  წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება,  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ  ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება.

ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების  და საშუალებების  არსებობაზე.

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული  ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, პირზე  გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და ეკონომიკურ აგენტს შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics