|
2020-04-02 16:15:06, 1092 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტიმულირებისა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში, სწორი და დროულია
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო. ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მნიშვნელობასთან დაკავშრებით კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა - „ეკონომიკა არის გამოწვევის წინაშე. მთავრობა მაქსიმალურად ახორციელებს იმ ინტერვენციებს, რომელიც აუცილებელია არსებული დინამიკის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკის 2 მილიარდიანი დახმარების და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში სწორი და დროულია. მთავრობის სწორმა სტრატეგიამ, მათ შორის კომუნიკაციამ, განაპირობა ის, რომ მოსახლეობამ სრულად გაიაზრა რისკები რაც ახლავს ამ ინფექციას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით ეკიდებიან ამ შეზღუდვებს". აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ სტრატეგიით და ეფექტური მუშაობით, შესაძლებელი იქნება ინფექციის პიკის გადალახვა და სისტემის რეპუტაციისა და მდგრადობის შენარჩუნება. თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ მთლიანად გუნდი შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას მინიმალური დანაკარგებით და საქართველო იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)