|
2020-04-02 11:50:25, 2366 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში, აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)