12:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 18:37:01, 1742 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში მდებარე საგუშაგოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.

მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები.  ვახტანგ გომელაური საგუშაგოებზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მინისტრი მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics