11:47 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 17:27:43, 4084 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად მოწყობილ თექვსმეტივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული.
 
სამხედრო სამედიცინო ჯგუფის თითო ეკიპაჟი სამი პირისგან შედგება, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ. პუნქტში ექიმი ხელმეორედ სინჯავს მოქალაქეს, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, ეძიება მის კონტაქტებს და მაღალი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდის.
 
ყოველი შემთხვევის შემდეგ კი, სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიას სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებს.
 
ქართველი სამხედრო ექიმები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში 24-საათიან რეჟიმში, როტაციის წესით, ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ თექვსმეტივე ძირითად საგუშაგოსთან არსებულ საველე სამედიცინო პუნქტთან მობილიზებულია ე.წ. ამბულანსიც, რომელიც როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics