01:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 17:05:20, 2143 ნახვა

სამართალი
გომელაური - არავის გვიხარია, ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ თითქმის  ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება.

"რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის  ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს  გადაკეტვა მთლიანად,   ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ  რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით იყო სამართალდარღვევები.

“სხვათა შორის ემორჩილებიან ნამდვილად, მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები,  იყო  ძალიან ცოტა - 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.  მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ.  ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ   ჯარიმები ვუწეროთ  ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი   და  10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics