|
2020-04-01 15:12:29, 1254 ნახვა
საზოგადოება
ცქიტიშვილი - თუ მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესი სამუშაო ადგილებს ვერ შეინარჩუნებს, მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას შევთავაზებთ
ვიმედოვნებთ, მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუ ასე არ მოხდა, მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში ბიზნესის მხარდასაჭერი ზომების ეტაპობრივად მიწოდება კვლავ გაგრძელდება. „ჩვენ გუნდს 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად, შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)