2015-08-10 18:08:00, 718 ნახვა
საზოგადოება
ხვალ თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 3 საათამდე იმუშავებს
უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ, თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას გვიან ღამემდე გააგრძელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენი მზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან