|
2020-04-01 14:15:03, 1308 ნახვა
საზოგადოება
ცქიტიშვილი - ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებულით - 671 ათასი ოჯახი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, კვლავ გააგრძელებს იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს. „იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მილიარდი ლარიდან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარების, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ. როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)