20:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 13:41:53, 1357 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - ყველა კლინიკისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი ცხელებიანი პაციენტის მისაღებად

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში არსებულ ყველა კლინიკას მინიმუმ ერთი ოთახი უნდა ჰქონდეს გამოყოფილი და სრულად აღჭურვილი ცხელებიანი პაციენტის მისაღებად, რომელიც შესაძლო ინფიცირების შემთხვევად ჩაითვლება.

გაბუნია აღნიშნავს, რომ ესაა საშუალება იმის, რომ იმართოს ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია.

„ცხელების კლინიკების იდეა ემყარეა იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მისაღებად. მიუხედავად ჩვენი მცდელობის, რომ პაციენტების ნაკადი იმართოს და კოვიდ კლინიკებში გადამისამართდეს, შესაძლებელია, რომ რაიონულ კლინიკას მიმართოს და ეს კლინიკა უნდა იყოს მზად.

ყველა კლინიკისთვის სავალდეულო მოთხოვნაა, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი, რათა  ინფექციის კონტროლის წესების დაცვით იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას თქმით, მიმდინარებოს იმ კლინიკების ჩამონათვალის მომზადება, რომელშიც შესაბამისი სივრცე განთავსდება. ასევე, ამ კლინიკებში დაიწყება იმ სამედიცინო პერსონალის ტრეინინგი, რომელმაც კოვიდ19-ზე ტესტი უნდა აიღოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics