|
2015-08-10 15:57:51, 734 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“–ის იურისტი: სარჩელი სასაცილოა
„მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება, არის შოკისმომგვრელი. მან გადაწყვეტილება სასაცილო სარჩელის საფუძველზე მიიღო“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა „კურიერში“ განაცხადა. ტელეკომპანიის იურისტის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის საერჩელი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ეხება მის საავტორო უფლებებს, მეორე ნაწილში კი, ხალვაში დავობს, რომ მას თავისი წილი იძულებით დაათმობინეს. მურადაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ ის არის „რუსთავი 2“–ის ლოგოს, ასევე, პროექტების „უკანასკნელი გმირის“, „ფორტ ბოიარდის“ და „ჯეობარის“ ავტორი. „ის ამაში 500 000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს ჩვენგან. „რუსთავი 2“–ის ლოგო იქმნებოდა ჩვენი მარკეტინგისა და ჩვენი გრაფიკოსი– დიზაინერების შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად და ეჭვი მაქვს, ხალვაში გრაფიკოს–დიზაინერი, შემოქმედი და კრეატიული ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, „ფორტ ბოიარდი“, „უკანასკნელი გმირი“ და „ჯეობარი“ არის საერთაშორისო პროექტები. ყველა, ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია ტელევიზიაში, ან საერთოდ უყურებს ტელევიზორს, იცის, რომ ეს არის საერთაშორისო ფორმატის ლიცენზირებული პროექტები და ჩვენ მათ ვყიდულობთ. მაგალითად, „ფორტ ბოიარდი“ ვიყიდეთ ფრანგებისგან, ხოლო, „ჯეობარი“ შვედებისგან. თუ ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს პროექტები მისი ავტორობით შეიქმნა, შეგახსენებთ, რომ ისინი საერთაშორისო დონეზე სხვა არხებზეც გადიოდა და ალბათ ასეთი წარმატებით მსოფლიოში სხვა ტელევიზიებსაც უნდა უჩივლოს, რომ მისი საავტორო უფლებები ირღვევა. რაც შეეხება სარჩელის მეორე ნაწილს, ქიბარ ხალვაში დავობს, როგორი იძულებით დაათმობინეს თავიანთი წილი. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულება საავტორო უფლებების ნაწილში, არაფერი არ აქვს წარდგენილი და სარჩელში მითითებული აქვს, რომ მოწმეებს დაიბარებს და როცა მოწმეები გამოცხადდებიან სასამართლოზე, იქ დაამტკიცებს მის საავტორო უფლებებს. მას თანდართული აქვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები და „რუსთავი 2“–ის ქონების, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა–ნაგებობის საკადასტრო კოდები. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება. აგრთვე მას წარმოდგენილი აქვს დამატებითი მტკიცებულება იმის თაობაზე, სადაც სარჩელში ამბობს, რომ მან ამ თემასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას და სისხლის სამართლის საქმე ქონდა აღძრული, თანდართული აქვს მისი ინტერესების დამცველის ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს მიმართული წერილი. სრულიად გაუგებარია, მოსამართლემ როგორ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი სარჩელის საფუძველზე. დასკვნა არის ერთი, რომ „რუსთავი 2“ არის აბსოლუტურად ხელოვნურად ჩართული ამ საქმეში. თუ ქიბარ ხალვაშს მართლა სურს თავისი ინტერესების დაცვა და წილების დაბრუნება, ერთადერთი მართლზომიერი ქმედება რაც შეიძლება ყოფილიყო, მას შეეძლო მოეთხოვა ამჟამინდელი დამფუძნებლების წილის დაყადაღება. მიზანია, რომ ხელი შეეშალოს ან საერთოდ შეჩერდეს ჩვენი კომპანიის მაუწყებლობა“, – აღნიშნა მურადაშვილმა. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის ქონება სრულად დააყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)