|
2015-08-10 15:56:23, 847 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ხორბლის ან პურის გაძვირება ლოგიკას არ ექვემდებარება
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ბაზარზე ხორბლის ან პურის ფასის შესაძლო მომატება ლოგიკას არ ექვემდებარება. ,დანელიას თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს და პრობლემის შემთხვევაში, სახელმწიფო მწარმოებლებს ხელს შეუწყობს. "არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება ხორბლის ან პურის ფასის მატება. ჩვენ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. შესაბამისად, ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რაიმე ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, ხელს შევუწყობთ. თუმცა არანაირ ლოგიკას გაძვირება არ ექვემდებარება და ვსწავლობთ რაშია საქმე. ამაში იგულისხმება ისიც, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვთ წისქვილკომბინანტებს, დაჩქარებულ ვადაში უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, ხორბლის მარაგი საკმარისია და ზოგადად ბაზარზე ხორბალი გაიაფებულია.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)