10:33 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 18:04:05, 1435 ნახვა

საზოგადოება
გახარია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პრობლემას სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პრობლემას სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები პასუხობენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში შედარებით მოგვარდება.

„ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს, შიდა გავრცელებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, ზოგჯერ ხისტადაც კი, რათა მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არაც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics