|
2020-03-30 17:01:54, 2851 ნახვა
სამართალი
შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტის აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 26 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება. დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა. დეკრეტის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა იზოლატორებიდან სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების წესი. 2020 წლის 26-29 მარტს საქართველოს მასშტაბით დისტანციური წესით 38 სასამართლო სხდომა გაიმართა. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში, დისტანციური პროცესების ჩატარება, ემსახურება პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვასა და მათი საპროცესო უფლებების შეუფერხებლად რეალიზებას.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)