13:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 10:50:50, 989 ნახვა

სამართალი
ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე 2 საათით ადრე კაფე "ლა ფრანცში" ნამცხვრები იყიდა

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა, სიკვდილამდე ორი საათით ადრე კაფე „ლა ფრანცში“ რამდენიმე ნამცხვარი იყიდა.

ახალი გარემოება °ექსპრესნიუსისთვის° ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კიწმარიშვილი აღნიშნული კაფის მუდმივი კლიენტი იყო.

გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ნამცხვრების ყიდვის ფაქტი „ექსპრესნიუსს“ კაფის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღესვე, მათთან პოლიცია იყო მისული და ყველა თანამშრომელი დაკითხეს.

ამასთან „ლა ფრანცის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ კიწმარიშვილისთვის რამე უჩვეულო არ შეუმჩნევიათ, იგი ჩვეულებრივ კარგ ხასიათზე იყო და ნამცხვრების შეძენისას ხუმრობდა კიდეც. მოგვიანებით კაფის თანამშრომლებმა ტრაგედიის შესახებ გაიგეს.

კაფე „ლა ფრანცი°“ ჭავჭავაძის 33-ში მდებარეობს. კაფესთან ახლოს ცხოვრობდა ეროსი კიწმარიშვილიც.

ცნობისთვის, გასული წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით პოლიციამ მისი თვითმკვლელობის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics