13:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 10:43:07, 652 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 პირი: 1988 წელს დაბადებული სიმონ ბ, 1990 წელს დაბადებული ბექა ფ, 1981 წელს დაბადებული დავით ტ,1991 წელს დაბადებული გიორგი ტ, 1990 წელს დაბადებული კობა კ. და 1971 წელს დაბადებული დავით ფ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სიმონ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, დავით ტ. ადიგენის რაიონის სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, გიორგი ტ. და კობა კ. ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან ,ხოლო ბექა ფ. და დავით ფ. დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 მხილებულები  ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics