2025-06-27 20:17:02, 728 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმედ, აქვს კერატოკონუსი
![]() ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მაია მწარიაშვილის თქმით, მაათ მიერ საქმეში წარდგენლი დოკუმენტები, ასევე, ამაღლობელის დაკავებამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტები და დაკავების შემდგომ, კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებით "ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს". როგორც ადვოკატი ამბობს, ამაღლობელს დაკავებამდე, ცალ თვალში მხედველობა 2%-მდე ჰქონდა, ხოლო "შედარებით ჯანსაღ თვალში" 30%-მდე. "მისი დაავადებაა - კერატოკონუსი, რომელიც ძალიან ცუდი, მძიმე და პროგრესირებადი თვალის დაავადებაა, ამ დაავადების გამო დაკავებამდეც კი, მას ცალ თვალში მხედველობა ჰქონდა მხოლოდ 2%, მეორე, ასე ვთქვათ, შედარებით კარგ თვალში, სულ 30% და იყო შანსი, რომ სათვალით გაზრდილიყო ეს მხედველობა 90%-მდე. ვივამედის თებერვლის კვლევით, მისი ამ შედარებით ჯანმრთელი თავლის მხედველობა 10%-მდეა დასული, რომელიც შესაძლებელია სათვალის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ 40%-მდე გაიზარდოს, მეტი არა. ამასთან, ეს კერატოკონუსი, რომელიც მას მხოლოდ ერთ თვალზე ჰქონდა, ასევე სახალხო დამცველის მიერ შედგენილი კომისიის დასკვნის თანახმად, აქვს უკვე ორივე თვალზე - მას შემდეგ, თებერვლის შემდეგ, არავინ არ იცის როგორია მისი ამ თვალის მდგომარეობდა. თავად ეს მოცემულობაც თებერვლის, არის ძალიან მძიმე, მას მერე [მზია ამაღლობელს] არც რაიმე კვლევა ჩაუტარებია ამ თვალსაზრისით და არც რაიმე მკურნალობა. თავიდანვე, ვინაიდან მზიას არ უნდოდა რომ ჩვენ მეტი ხაზგასმით გვესაუბრა მის ჯანმრთელობაზე, არც მაშინ, როდესაც ის შიმშილობდა, არასოდეს ასე აქცენტირებას არ ვაკეთებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაც საზღვარი. ჩვენ თუ არ მივუთითეთ ამ დოკუმენტებზე ასე ხაზგასმით სასამართლოს და ბრალდებას, ისინი არასოდეს არ ნახავენ ამ დოკუმენტებს და არასოდეს არც საზოგადოებას არ ეცოდინება სინამდვილეში რა მძიმე მდგომარეობა აქვს მას". - თქვა ტვ პირველის ეთერში საუბრისას მაია მწარიაშვილმა. მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
ხელოვნური ინტელექტის თაღლითებს შეუძლიათ თქვენი ხმის იმიტაციით გაყალბება. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს?
ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება
თავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა
მოერიდეთ შუადღეზე ქუჩაში გასვლას, მიიღეთ ბევრი წყალი - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებული რეკომენდაციები
|
რედაქტორის რჩევით
![]() ხელოვნური ინტელექტის თაღლითებს შეუძლიათ თქვენი ხმის იმიტაციით გაყალბება. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს?
![]() კალასი საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს ამხელს, სადაც „განსახორციელებელი პუნქტებია“ მითითებული
ომი უკრაინაშითავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა
![]() გერმანია აშშ-სგან უკრაინისთვის ორ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
|