2025-06-26 18:49:16, 515 ნახვა
პოლიტიკა
მოქმედი დიპლომატები - რეორგანიზაცია მიზნად ისახავს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას
![]() საქართველოს მოქმედი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას. 2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გულისხმობს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების „ძირეულ რეფორმას“. მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების დროზე ადრე გამოწვევა - მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას. ცივი ომის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მოცემულობის სახელმწიფოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ერთადერთი გარანტიაა. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებით გამოწვეული შესაძლებლობების ფანჯარა უნიკალური შანსია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შექმნილ ვითარებაში, საქართველოს დაშორება დასავლური ინსტიტუტებიდან ქვეყანას ხდის სრულიად დაუცველს არსებული და შესაძლო უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ. ამასთან, ასეთი მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ, ქართველი დიპლომატები, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი!“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, აღინიშნება, რომ განცხადება არის ღია და მას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქმედი დიპლომატი. განცხადებას ხელს აწერენ: აქუბარდია სალომე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; ბაზერაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; ბენია მეგი - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; ბუჯიაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; გვარამია ვაჟა - საქართველოს საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში; ვაჭარაძე მარიკა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; თავართქილაძე გიორგი - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; იანტბელიძე ერეკლე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; კაკულია თამარ - საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; მესხი ბონდო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; პაპავა ირაკლი - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; სპირანდი ოლღა - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ჟღენტი ქრისტინე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; ფიფია ნინო - საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში; ფრუიძე ქეთევან - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; ყამარაული ნინო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; შაიშმელაშვილი ანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი; წიქარიშვილი გიორგი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ცანავა ანა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; ჯალაღონია ლანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
პოლონეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ლუკოილის დუბაის ფილიალს და 135 ჩრდილოვან ტანკერს
კობახიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ჯანსაღი არჩევნები
კობახიძე - ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს,
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
![]() ხელოვნური ინტელექტის თაღლითებს შეუძლიათ თქვენი ხმის იმიტაციით გაყალბება. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს?
ომი უკრაინაში![]() უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
![]() ზელენსკიმ რუს ჟურნალისტ ლატინინას სანქციები დაუწესა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
|