08:31 - 29 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 16:23:20, 1142 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა.

ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს.

მსვლელობაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით შესრულდა მსვლელობა.

ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუდაპეშტში კობახიძის მეგობრის ურბანის აკრძალვის მიუხედავად, ლგბტ პრაიდი გაიმართა
დღეიდან სასამართლოში გადაღება აიკრძალა, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, მოსამართლეთა ხელფასები კი გაიზარდა
გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
ლევან მაჭავარიანი - დეკრატიის და თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი