09:09 - 20 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 21:48:29, 760 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - წინააღმდეგობის პლატფორმა მაგალითია, რომ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე ისაუბრა, სადაც  განსხვავებული პარტიები სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობენ და თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს კოალიციური მთავრობის ერთგვარ მაგალითს.

"წინააღმდეგობის პლატფორმა არის მაგალითი იმის, რომ განსხვავებულ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა პრაქტიკულ საკითხებზე, ეს არის კოალიციური მმართველობის მაგალითი მინი დონეზე, ოღონდ ჯერ ძალაუფლება არ გაქვს, ეს მანდატი ხალხისგან უნდა მიიღო. მაგრამ იმ შინაარსზე, რაც პრეზიდენტის ქარტიაში იყო და იმ ნაბიჯებზე რაც პროტესტის მხარდაჭერისთვის არის საჭირო სწორედ განსხვავებული პარტიები თანამშრომლობენ ამაზე იქ.

ეს პლატფორმა არის მოდელი მართლა თანამშრომლობის, იმ ხალხის, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ პერსონალურად, განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ, მაგრამ რაზეც თანხმდებიან იმ საკითხებზე შეუძლიათ ერთობლივი გზავნილები ჰქონდეთ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, ამას აკეთებს ეს პლატფორმა. იგივე უნდა მოხდეს რეფორმების იმ მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც, რაც საჭიროა, რომ უფსკრულის პირიდან გამოვიდეთ, ოღონდ თან კონკურენციაც შენარჩუნდება - ეს არის კოალიციური მმართველობა და ხალხისთვისაც უნდა იყოს თვალსაჩინო, რომ ეს შესაძლებელია და ამ თვალსაზრისით, ოპოზიცია უკეთეს ფორმაშია ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ არ არის". - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი - საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო; რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის
მიხეილ ყაველაშვილი - რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი