2025-04-30 13:58:38, 487 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე - ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია
![]() ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. მისივე განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ მიმართულებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. „მათ [მიგრანტებს] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს - მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, - განაცხადა დარახველიძემ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|