2025-02-22 11:47:19, 306 ნახვა
ანატოლი გიგაურის და გიორგი ტერიშვილის წერილი ციხიდან - მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა მზია ამაღლობელს, რეჟიმის ყველა ტყვეს
![]() გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან „ტვ პირველის“ რედაქციას, აქციაზე დაკავებულებმა, ანატოლი გიგაურმა და გიორგი ტერიშვილმა წერილი მიწერეს, სადაც პატიმრები მადლობას უხდიან მზია ამაღლობელსა და უკანონოდ დაკავებულებს, ასევე, ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში მონაწილე მოქალაქეებს.
ანატოლი გიგაური და გიორგი ტერიშვილი მადლობას უხდიან საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნის პროგრესისა და გამთლიანებისთვის ბრძოლას აგრძელებს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ახალგაზრდების როლი, რომლებიც ქვეყნის იმიჯს ქმნიან ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე, და სტუდენტების გამბედაობა, რომელიც მათ მიზნების მიღწევისათვის ძალას აძლევს.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს. სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ გიგაური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს პატრულ-ინსპექტორს ფიზიკურად დაესხა თავს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება გიორგი ტერიშვილს, ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ედავება.
ბუდაპეშტში კობახიძის მეგობრის ურბანის აკრძალვის მიუხედავად, ლგბტ პრაიდი გაიმართა
დღეიდან სასამართლოში გადაღება აიკრძალა, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, მოსამართლეთა ხელფასები კი გაიზარდა
გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
ლევან მაჭავარიანი - დეკრატიის და თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა
|
რედაქტორის რჩევით
![]() დღეიდან სასამართლოში გადაღება აიკრძალა, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, მოსამართლეთა ხელფასები კი გაიზარდა
რას ფიქრობენ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები გახარიას დევნის შესახებ?
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის უკრაინის დამოუკიდებლობა პირველ ადგილზე დგას
![]() ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|