07:41 - 26 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 19:05:44, 354 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას გეგმავს

მთავრობა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაში. სააგენტო, რომელიც გრანტებს გასცემს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უკვე ინიცირებულია პარლამენტში და დაჩქარებული წესით განიხილება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ისე გრანტების გასაცემი თანხების დაფინანსებას.

მთავრობის ცნობით, სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომელთა საქმიანობა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებაში, უზრუნველყოფენ ხელისუფლების საქმიანობის ზედამხედველობას, ამაგრებენ საზოგადოებრივ აზრს და სხვადასხვა ჯგუფებისთვის სერვისებსაც სთავაზობენ.

ამასთან, მოხსენიებულია, რომ საქართველოში უცხოური აქტორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგი ხშირად მათი ფინანსური მხარდაჭერის გავლენით ფორმირდება, რაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნით, მთავრობა მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც კონკრეტული კონკურსების და პრინციპების საფუძველზე დაფინანსებას უზრუნველყოფს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფის პრაქტიკა, ევროკავშირში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, წარმატებულად მოქმედებს და სწორედ ამ მოდელს ეფუძნება საქართველოს მთავრობის ინიციატივა.ამასთან, მოხსენიებულია, რომ საქართველოსთვის უცხოური აქტორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგი ხშირად მათი ფინანსური მხარდაჭერის გავლენით ხდება ფორმირებული, რაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნით, მთავრობა მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც კონკრეტული კონკურსების და პრინციპების საფუძველზე დისტრიბუციას უზრუნველყოფს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფის პრაქტიკა, ევროკავშირში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, წარმატებულად მოქმედებს და სწორედ ამ მოდელს ეფუძნება საქართველოს მთავრობის ინიციატივა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Anchorპასიური შემოსავლის მიღება კრიპტო ინვესტიციებით
მაკრონი ნატოს ქვეყნებს პუტინთან დიალოგის განახლებას სთავაზობს
ევროპის საბჭომ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შექმნა
ანდრეი სიბიგა - ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი