09:26 - 07 Jul, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 17:13:01, 525 ნახვა

სამართალი
გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა

გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა. 

"თქვენ არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა შვილის გვერდით" - უთხრა პროკურორს ბრალდებულმა ექიმმა. 

„თქვენი გადაწყვეტილებით და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში.

თქვენ არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა შვილის გვერდით.

მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო [პროკურორო], დედა ხომ გყავთ. მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს, როგორზეც მე ვილაპარაკე... თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა ასეთი ადამიანი აღარ დაგენახოთ“, - მიმართა ბრალდბეულმა პროკურორს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა
შსს: რამიშვილის აეროპორტში შემოწმებისას ამოიღეს იარაღი, რომლის ტარების უფლება არ ჰქონდა
ვანო თარხნიშვილს კრიმინალი ტიტუშკები თავს დაესხნენ
ტრამპს ეჭვი ეპარება უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი