10:47 - 06 Aug, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 21:25:00, 1015 ნახვა

ეკონომიკა
როგორ გადავცვალოთ ვალუტა საუკეთესო კურსით?

აშშ დოლარი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში. სწორედ ამ მიზეზით აშშ დოლარი მოიაზრება როგორც ყველაზე სტაბილური ვალუტა.

მისი არსებობის ისტორია 2 საუკუნეზე მეტს ითვლის, თუმცა იმ სახით, როგორითაც დღესაა ცნობილი, პირველად 1914 წელს დაიბეჭდა.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ვალუტის კურსი განისაზღვრებოდა ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულების ეკვივალენტით და ამით დგინდებოდა დოლარის მსყიდველუნარიანობა, ხდებოდა დოლარის ყიდვა - გაყიდვა. ის იყო ერთადერთი ვალუტა, რომლის კონვერტირება ხდებოდა ოქროზე. შესაბამისად, გახდა საერთაშორისო ანგარიშსწორების საშუალებაც.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ თავისი ვალუტა, კურსის სტაბილიზაციის მიზნით,   ოქროს „მიამაგრა“მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების  შემდეგ (1914 წ.) ბევრმა მათგანმა შეაჩერა ოქროს სტანდარტის გამოყენება, რათა სამხედრო ხარჯები  ქაღალდის ფულით დაეფარათ. ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა იქონია ვალუტის კურსზეც.

1976 წლის ოქტომბერში აშშ დოლარსა და ოქროს უკვე არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა, ხოლო დოლარი გახდა მსოფლიოს ოფიციალური სარეზერვო ვალუტა.

იმ დროიდან დღემდე, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ როგორი იყო დოლარის კურსი სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში. ქართულ რეალობაში კი დოლარისა და ლარის შეფარდება მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა და დღემდე განსაზღვრავს ადამიანების ყოველდღიურობას, გავლენას ახდენს პროდუქციის ფასებზე და ზოგადად, ეკონომიკაზე.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბაზარზე ხან ვალუტის მიწოდება ჭარბობს, ხანაც მოთხოვნა და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვალებადობას. იმისათვის, რომ მუდმივად უკეთესი კურსით იყიდოთ ან გაყიდოთ ვალუტა, გირჩევთ, უპირველესად ვალუტის კურსი „ემბისი“-ში შეამოწმოთ, რადგან ვალუტის კურსი აქ ყოველთვის მომგებიანია - მომსახურება კი სწრაფი, საიმედო და კომფორტული.

"ემბისი" გაძლევთ საშუალებას გადაცვალოთ ვალუტა ორი გზით:

  • ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად;
  • მიიღოთ კომფორტული და სწრაფი მომსახურება კომპანიის სერვის ცენტრებში. 

რა უპირატესობა აქვს „ემბისიში “ ვალუტის გადაცვლას?

  • „ემბისი”-ში ვალუტას გადაცვლით როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის სახელით;
  • ისარგებლებთ ონლაინ კონვერტაციით სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად, თანაც საუკეთესო კურსით;
  • მომსახურებას მიიღებთ ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე.

თუ ფილიალში მისვლას გადაწყვეტთ, მოგემსახურებიან სწრაფად დაკომფორტულ გარემოში.გაითვალისწინეთ, რომ სერვის ცენტრებში ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია:

  • სამუშაო დღეებში - 09:50-დან 18:00 საათამდე; 
  • შაბათს - 09:50-დან 14:00 საათამდე. 

ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია არა მხოლოდ აშშ დოლარში, არამედ  ევროში, რუბლში და ლარში.

ასე რომ დაიმახსოვრეთ, საუკეთესო კურსითა და კომფორტული მომსახურებით, მხოლოდ „ემბისი”-ში უნდა გადაცვალოთ ვალუტა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენი დღეს 16:00 საათზე გამოცხადდება
მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება
ანტიკორუფციული აცხადებს, რომ ხაზარაძის დეკლარაციას და შემოწირულებებს იკვლევს
ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების 35%-მდე გაზრდით იმუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი