|
2020-03-27 15:53:03, 1622 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სურსათი დაურიგდათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ. სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ. „დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პერიოდში მსგავსი დახმარება და ჩვენს შეჭირვებულ მოქლაქეებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სურსათის დარიგების აქცია კვლავ გაგრძელდება და სხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს", - განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)