|
2020-03-25 13:19:41, 6930 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, საქართველოში ძირითადი შემთხვევები ან ოჯახური ან სამეგობრო კლასტერებია
სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, კონტროლის შეზღუდვა ეხება მეგობრებსაც, რადგან საქართველოში დაფიქსირებული ძირითადი შემთხვევები ან ოჯახურ ან სამეგობრი წრეში გავრცელებული კლასტერებია. „სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, კარგია ჯანმრთელობისთვის,მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. სამწუხაროდ კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგან დღეს ჩვენ რაც გვაქვს შემთხვევები საქართველოში, ძირითადად არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკოთ, მაგრამ ასეთ დროს, თვითიზოლაციაში როდესაც არის ადამიანი, მაქიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი,ოჯახის წევრებს შორისაც და ახლო მეგობრებს შორისაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)