|
2020-03-25 11:14:47, 2762 ნახვა
მსოფლიო
ჯანმოს წარმომადგენელი - აშშ-ს აქვს პოტენციალი, რომ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდეს
ამერიკის შეერთხებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილტა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 8 860 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ დილით აშშ-ში 46 371 ინფიცირების შემთვევა იყო, ხოლო დღეს მათი რაოდენობა 55 231-ს შეადგენს. შესაძლოა ყოველივე ამის გამო, ამჯერად ამერიკა გახდეს კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი. „მსოფლიოში დაფიქსირეული ახალი შემთხვევების 85 პროცენტი ევროპიდან და ამერიკიდანაა შესული ქვეყანაში. მათგან კი 40 პროცენტი ამერიკაზე მოდის“, - ამის შესახებ ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამერიკა ახალ ეპიცენტრად იქცეს, ჰარისმა უპასუხა, რომ „შეერთბულ შტატებში ვხედავთ შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას. ასე რომ, ეს პოტენციალი არსებობს. მათ დაავადების დიდი აფეთქება აქვთ და ამ აფეთქების ინტენსივობა იზრდება“. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით გარდაიცვალა18 919 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია - 423 670.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)