05:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 14:52:31, 2404 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონებში დღეს 50 ათას ცალ პირბადეს გავაგზავნით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ პრიორიტულ ჯგუფებზე ისაუბრა, ვინც პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეებით. ნათია თურნავას ინფორმაციით,  პირველ რიგში, ესენი არიან  70 წელს გადაცილებული პენსიონერები და ის კატეგორია, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოოორდინირებულ მედიკამენტებით მომარაგების პროგრამაში. მისი განცხადებით, საქართველოს ფოსტამ გუშინ უკვე დაიწყო ამ პროგრამის ფარგლებში მათთვის მედიკამენტებისა და პირბადეების მიწოდება.

მეორე პრიორიტებულ ჯგუფად ეკონომიკის მინისტრი საკარნტინო ზონებში მომუშავე ადამიანებს ასახელებს. მისი განცხადებით, გუშინ 10 ათასი ცალი პირბადე უკვე გაიგზავნა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციოპალიტეტებში და დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში. 

„პირბადეებს ვანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც, მე ვიტყოდი ფრონტის წინა ხაზზეა და უშუალო შეხება აქვს საკარანტინო ზონებთან. დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში, სადაც დაურიგდებათ იმ ადამიანებს, მათ შორის მოხალისეებს, ვინც შეხებაშია და გვეხმარება, რომ ჩავატაროთ ის სერიოზული პროცედურები, რაც დაკავშირებულია პოტენციური დაავადებულების გამოვლენასთან და ადამიანების შემოწმებასთან. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ იქ გარკვეულწილად მოსახლეობისთვისაც შეიძლება პირბადეების მიწოდება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვა კატეგორიებიც, რომლებიც ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics