05:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 14:31:24, 1794 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, დროებით შეჩერებულია

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მკაცრი კონტროლი განხორციელდება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომლებიც, საგანგებო მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, შეჩერებულია და კომპანიები თვითნებურად დააპირებენ საქმიანობის განახლებას.

ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს  ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები, რა თქმა უნდა,ეპიდემიოლოგების დ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. „როგორც უკვე განვმარტე, ამ ორ მუნიციპალიტეტში მოქმედებს მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც  არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში ანუ არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ან სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, მაგალითად ელექტროენერგიის, გაზის, საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა ხდება დახურულ სივრცეში, იქნება დროებით შეჩერებული, განხორციელდება  კონტროლი და გარკვეული ჯარიმებია გათვალისწინებული" - განაცხადა ნათია თურნავამ

მინისტრის განმარტებით, საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების  ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა ისეთი სამუშაოები,  რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. „ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში" - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს  სხვა მუნიციპალიტეტებს, მინისტრის თქმით, იქ შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალი არ არის ძალიან დიდი, თუმცა, აქაც არის ჯარიმები და ამასაც ხელისუფლება აკონტროლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics