21:33 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 11:14:33, 6821 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარება მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 32 პაციენტიდან 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სამივე მძიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია და სხვა თანარსებული დაავადებები.

„დღეს 7 პაციენტზე არის ასაღები ტესტირება თუ არ შემოგვემატება სხვა პაციენტებიც. ამ 5 ახალი შემთხვევიდან, ორი პირი არის ნამყოფი ერთად კონტაქტში, დანარცენები არის დამოუკიდებელი კონტაქტები, მაგრამ ინფექციის ძირითადი წყარო ამერიკაა.  ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტია. მათი სიმძიმის განმაპირობებელი არის ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებები. ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება, მეორესთან შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის ნევროლოგიური მდგომარეობა. სამივე პაციენტთან არის სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია. განსაკუთრებით კი ორ მათგანთან. მესამეს პნევმონია კი არ არის შედარებით მძიმე. გუშინდელთამნ შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად მაინც სტაბილური სიტუაციაა, თუმცა მათ კლინიკურ მონაცემებში გარკვეული ცვლილებებია. ზოგადად, ამ პაციენტების სტაბილიზაცია მიღებული არ გვაქვს. არ არის განსაკუთრებული მძიმე პროგრესიც, რაც დამამშვიდებელი ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ უფალი უფრო მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ. იმედია, როგორც სხვა ქვეყნებს დაემართათ ისე არ დაგვემართება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics