06:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 15:46:40, 1427 ნახვა

ეკონომიკა
გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე წისქვილკომბინატში იმყოფებოდა და მუშაობის პროცესს გაეცნო ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი ციკო შაქარაშვილი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საწარმო 24 საათის რეჟიმში მუშაობს და ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. 
,,ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, საწარმო უახლოეს დღეებში კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს." - აღნიშნა რწმუნებულმა. 
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მოქმედებს ცხელი ხაზიც: 
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია - 032 228 57 00; 599 77 22 88 
გორის მუნიციპალიტეტი - + 995 599 85 17 88, + 995 598 26 00 01
ხაშურის მუნიციპალიტეტი - 0 368 24 21 35
კასპის მუნიციპალიტეტი - 0 371 22 24 64
ქარელის მუნიციპალიტეტი - 0 369 231734

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics