|
2020-03-23 01:35:06, 2661 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საზღვრები, შესაძლოა, 2 წლით ჩაიკეტოს
ევროკავშირი საზღვრების უცხო ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის 2 წლით შეიძლება ჩაიკეტოს. ამის შესახებ ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელმა რომან პრიმულამ განაცხადა. პრიმულას განმარტებით, ევროპის ქვეყნებში კორონავისუსული ინფექციის გავრცელების ტენდენციები "ძალიან არასასიამოვნო ტემპებს იძენს" და შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას შეიძლება თვეები დასჭირდეს. მინისტრის მოადგილის თქმით , ჩეხეთში გატარებული პრევენციული ზომები კარგი შედეგის მომცემი უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ადამიანების შეშვება მკაცრად იქნას გაკონტროლებული. შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან შენგენის ზონა ვიზიტორებისგან ჯერჯერობით 30 დღით დახურულია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)