|
2015-08-07 15:56:38, 1116 ნახვა
სამხედრო
„კრწანისში“ რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოდაზვერვის სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სამხედრო მოსამსახურეს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მუშკუდიანმა მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და აღნიშნული კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლება 15 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. ორი სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 9 სამხედრო მოსამსახურემ ერთი თვის განმავლობაში რადიოტექნიკური დაზვერვისა რადიოელექტრონული ბრძოლისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. კურსი ორი სასწავლო მოდულისგან შედგებოდა. სწავლების მონაწილეებმა თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, დამამთავრებელი გამოცდები, კურსის დასრულების შემდეგ კი, კომპლექსური გამოცდები ჩააბარეს. სწავლება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დისლოკაციის ადგილზე, გარდაბნის რაიონის დაბა გიგანტში მიმდინარეობდა. სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი კვირიკაშვილმა გადასცეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)