18:52 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 13:08:47, 5573 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად გამოყო ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში

ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად გამოყო ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი სპეციალისტების ალგორითმით, ტესტის საშუალებით მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომლებზეც კორონავირუსის ეჭვი გაჩნდება.

„ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოგვიყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება უკვე საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით, მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics