|
2020-03-18 14:41:45, 1498 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ
„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ“, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. „ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც შემუშავდება ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები.
ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს
პაპუაშვილმა ღარიბაშვილი ტრაგედიის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქება მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)