02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 23:20:51, 1813 ნახვა

რეგიონი
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, არაერთი პრევენციული ღონისძიება ტარდება

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არაერთი პრევენციული ღონისძიება ტარდება. რეგიონში მოწყობილია ექვსამდე საკარანტინე სივრცე, სადაც 300-მდე პირი 14 დღიან მონიტორინგს გადის. თვით იზოლაციაში კი 80-მდე მოქალაქე იმყოფება. ყველა მათგანზე დამყარებულია ეპიდემიოლოგიური კონტროლი. აჭარაში COVID19-ით ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევაა.

„როგორც ცნობილია, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 1 პაციენტი, რომესლაც დადასტურებული აქვს COVID19, მისი მდგომარეობა სტაბილიურია და აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები. რაც შეეხება იმ ორ მოქალაქეს რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში კვლევისათვის კლინიკაში იმყოფებოდნენ, მათი შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და არის უარყოფითი, მათ COVID19 არ დაუდასტურდათ. ისინი დაბრუნდნენ საკარანტინე სივრცეს 14 დღიანი პერიოდის გასავლელად“ - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.

„საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, როდესაც მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ მოგვმართავენ და გადაგვყავს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სულ რამდენიმე წუთის წინ ამავე კლინიკაში კიდევ ერთი მოქალაქე შევიყვანეთ და პასუხი საზოგადოებას კვლევის დასრულების შემდეგ ეცნობება“ - უთხრა მინისტრმა ბრიფინგზე მყოფ ჟურნალისტებს.

ზაალ მიქელაძე, ასევე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები, დაიცვალ მთავარი პრინციპი - სოციალური დისტანცირება და თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics