2020-03-17 18:19:59, 1972 ნახვა
მსოფლიო
„ევროპის ჩემპიონატი 2020“ 2021 წელს ჩატარდება
UEFA-ს გადაწყვეტილებით, „ევროპის ჩემპიონატი 2020“, 2021 წელს გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფა-ს (UEFA) ვიდეოკონფერენციაზე იქნა მიღებული, რომელიც საგანგებო რეჟიმში გაიმართა.
ჩემპიონატი 12 მარტს იტალიაში უნდა დაწყებულიყო, მატჩები ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში იყო დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი 2021 წლის ივნისი-ივლისის თვეებში გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,