|
2020-03-17 13:46:32, 1452 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
„ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს. „წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გარკვეული შერბილება, წესები ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ეძლევათ მეტი თავისუფლება დამოუკიდებლად შეაფასონ რისკები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა საბანკო რეგულაციების ამოქმედების მთავარი მიზანი. „ფიზიკური პირის დაკრედიტების, ანუ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანი არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და რისკების შემცირება მათ შორის, გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკების შემცირება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურეობამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურეობა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს, საბანკო რეგულაციების გამარტივება დაანონსა. ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა.
ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს
პაპუაშვილმა ღარიბაშვილი ტრაგედიის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქება მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)