|
2020-03-17 13:44:22, 1481 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა
საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი" 2020 წლის კვლევაში, რომლის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი" სტატუსით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა). „მნიშვნელოვანია, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. კვლევაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაატარა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით არაერთი ასპექტის გაუმჯობესებას, იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციებისა თუ საგადასახადო სისტემის სიმარტივე. ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა მდგრადი ტემპით იზრდება, რაც ძალიან კარგი გზავნილია საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ ან ამას სამომავლოდ გეგმავენ", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა.
ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს
პაპუაშვილმა ღარიბაშვილი ტრაგედიის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქება მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)