17:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 14:07:51, 7569 ნახვა

ომი უკრაინაში
დავით ზალკალიანი - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებს აწესებს

დღეს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე - ამის შესახაებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 


მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვები 18 მარტს 00:00 საათზე ამოქმედდება. 
"დღევანდელმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე.  შეზღუდვები ამოქმედდება 18 მარტს, 00:00 საათზე. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა იკრძალება, რა თქმა უნდა ეს არ ეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. 

 
ბუნებრივია იქნება გარკვეული გამონაკლისები  და ეს შეეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ  მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს, ასევე შერეულ ოჯახებს როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოაქალაქე, ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს თუ დღის წესრიგში დადგა ამ მოვლენის აუცილებლობა  - იგულისხმებიან ექიმები , მოხალისეები,  ასევე სტატუს ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები და რა თქმა უნდა ოფიციალური დელეგაციის წევრების საკითხი, რომელიც ყოველი კონკრეტული შემთხვევისას ინდივიდუალურად განიხილება", - განაცხადა დავით ზალკანიანმა.


მან ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანის შესაძლებლობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ფრენებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში დააბრუნებენ. 


"როგორც მოგეხსენებათ ჩვენი დიპლომატიური ოფისი გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, ყველა ელჩს და საკონსულოს დავალებული აქვს რომ მუდმივ კომუნიკაციაში იყოს  ჩვენს მოქალაქეებთან.
  ხდება ყველი ჩვენი მოქალაქის აღრიცხვა ვინ სად იმყოფება, განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს და ჩვენი რეკომენდაცია  არის ის, რომ აქტიურად გამოიყენონ ქართული ავიაკომპანიის მომსახურება. ჩვენი  ავიაკომპანია დაფრინავს სხვადასხვა მიმართულებებზე, ეს მიმართულებებია ამსტერდამი, პარიზი, ვენა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებებზე გადავამისამართოთ ყველა ის ადამიანი ვისაც პრობლემები შეექმნა.
 მოგეხსენებათ ასევე ავიაკომპანია "Lot" - ზე, რომელიც წყვეტს საქართველოში ფრენებს. ჩვენ შევეცადეთ, რეისი რომელიც  ცარიელი მოფრინავდა საქართველოდან პოლონეთის მოქალაქეების გასაყვანად, მათთან აქტიური კომუნიკაციაში ვიყავით და დავითანხმეთ წამოეყვანათ ჩვენი მოქალაქეები. გახორციელდება კიდევ ერთი რეისი 17 მარტს და ვმუშაობთ, რომ ამ რეისზეც მოხდეს ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics