17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 13:50:58, 4194 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - ამ დროისთვის, ჩეხეთის მოქალაქესთან კონტაქტში მყოფი 30 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში

„გუშინვე მოხდა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ჩეხეთის მოქალაქესთან კონტაქტაქტში იმყოფებოდა. ამ დროისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთის მოქალაქესთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი დადგენილია და დამატებით კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩვენ უკვე კარგად ვიცით, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი ეგექტი აქვს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცრო, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და  რომელიც დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი, ალბათ, თქვენთვის უკვე ძალიან კარგადაა ცნობილი, ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქათველოში, რომელსაც 8  მარტს გამოუვლინდა, როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოზირება მოხდა ჩეხეთში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩსთან ისევე, როგორც იმ სასტუმროების წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი.

ეს გახდა იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესეთ შეზღუდვები.

ჩეხეთის მოქალაქემ არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო მასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რომელზეც იმყოფებოდა სიმპტოემბის გამოვლენის შემდეგ. ეს დაეხმარა ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც მასთან კონტაქტაქტზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე უარყო ის ფაქტი, რომ ჩეხეთის მოქალაქე კახეთში იმყოფებოდა.

„ის კახეთში არ იმყოფებოდა. იყო გუდაურში, მოწოდებუბლი აქვს მანქანების ნომრები, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართი, სადაც მან გაატარა გარკვეული დრო“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე დაიხურა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გახდა ჩეხეთის მოქალაქის ინფიცირება.

შეგახსენებთ, რომ შეხეთის მოქალაქე გუდაურში 4-9 მარტს იმყოფებოდა. მას საქართველოში ყოფნის დროს გამოუვლინდა სიმპტომები, თუმცა მისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მას შედეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა და იქ დაუდგინდა კორონავირუსი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics